მიხეილ სააკაშვილის გეგმით ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მაიკ პომპეოს მასშტაბური აქციით უნდა დახვდნენ
ექსპრეზიდენტის ამ მოწოდებას, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. მათი ნაწილი ამბობს, რომ იმ შემთხდვევაში თუ ვერ მოხერხდება ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა, ისინი პომპეოს ხმას ქუჩიდან მიაწვდნენ, ნაწილი კი დესტრუქციას გამორიცხავს და ცივილიზებული გზის უპირატესობაზე საუბრობს.
