საქართველოს 17 ნოემბერს ორ დღიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. პომპეო ასევე, შეხვდება კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას, განიხილავენ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.
