მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში - საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე "არენაში"
აშშ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პატრნიორია და შტატებისთვის, საქართველო არის სანდო პატრნიორი რეგიონში, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“. „ჩვენ წლიდან წლამდე, მუდმივად ვაჩვენებთ და ვამტკიცებთ, რომ ეს ურთიერთობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. ამის გამოხატულებაა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. რეგიონში, ბევრი მიმართულებით, არასტაბილური განვითარების ფონზე, საქართველოს მიერ სტაბილური განვითარების ჩვენება და ამის დემონსტრირება, მნიშვნელოვანი მაგალითია როგორც ჩვენთვის, ისე - ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკო პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
