"მაია წყნეთელის" აღდგენილი ვერსია
მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს „მაია წყნეთელის“ აღდგენილ ვერსიას შესთავაზებს. რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის ონლაინ ჩვენება 13, 14 და 15 ნოემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შედგება. ფილმის რესტავრაცია, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, „ქართული ფილმის“ ბაზაზე განხორციელდა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
