„დისკო“ - ეს არის ახალი ალბომის სახელწოდება, რომლითაც ავსტრალიელი პოპვარსკვლავი კაილი მინოუგი სცენას უბრუნდება
„დისკო“ - ეს არის ახალი ალბომის სახელწოდება, რომლითაც ავსტრალიელი პოპვარსკვლავი კაილი მინოუგი სცენას უბრუნდება. მომღერალი ალბომზე პანდემიის გამო დაწესებული ლოკდაუნის პირობებში სახლში მუშაობდა. მინოუგის თქმით, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 80 მილიონი ალბომის ეგზემპლარი აქვს გაყიდული, დისკომუსიკის მოსმენა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. მისი ფავორიტი შემსრულებლების სიაშია დღემდე დონა სამერი, აბბა და ბიჯისია.
