მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა
ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებად დაუჯდეს. ერევანში არეულობაა. უკმაყოფილო მოქალაქეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. ერევნისგან განსხვავებით, ზეიმია ბაქოში. აზერბაიჯანს აღდამის, ყაზახის, კელბაჯარსკისა და ლაჩინის რაიონები დაუბრუნდება. 9 პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელს სომხეთის პრემიერი, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები აწერენ, კონფლიქტის ზონაში რუსი ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
