ევროპელი ლიდერები პარიზში საერთო ევროპული უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობენ
ევროპელი ლიდერები პარიზში საერთო ევროპული უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობენ. ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ვიდრე ტელეფონით გერმანიის კანცლერს, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელებს დაუკავშირდებოდა, ჯერ ავსტრიის კანცლერი მიიღო, ლიდერები პრესკონფერენციას ერთობლივი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართავენ. ტერაქტების სერია ევროპის ქვეყნებში ჯერ საფრანგეთში, პარიზის შემოგარენში განხორციელებული თავდასხმით დაიწყო, რასაც ნიცისა და შემდეგ უკვე ვენის ტერაქტები მოჰყვა.
