ევროპა პანდემიის ეპიცენტრის სტატუსს იბრუნებს
ევროპა პანდემიის ეპიცენტრის სტატუსს იბრუნებს. მეორე ტალღას ევროპის წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ვეღარ უმკლავდებიან. კონტინენტზე კოვიდ 19-ის 12 მილიონ ნახევარზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ეს რაოდენობა დღე-ღამეში 200 ათასით იზრდება. ეპიდვითარება მწვავეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოსავალს ურთიერთთანამშრომლობასა და სოლიდარობაში ხედავს.
