ინფიცირების 2970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 2 348 გამოჯანმრთელებული და 22 გარდაცვლილი ადამიანი ბოლო 24 საათში
ინფიცირების 2970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 2 348 გამოჯანმრთელებული და 22 გარდაცვლილი ადამიანი ბოლო 24 საათში. ასეთია 10 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა. რაც შეეხება პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63 650-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ჯამში 47 390-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 521 ადამიანი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა შორისაა ქუთაისის 59-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეც. პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარაში კი ვირუსით ინფიცირების 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგოლე. რეგიონში 4 ადამიანია გარდაცვლილი. დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატების ელჩთან კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
