მმართველმა გუნდმა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ხვალ დატოვებს. მანამდე კი მმართველმა გუნდმა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების პროცეზე, ცესკოს მიერ საჩივრების განხილვაზე და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მათი პოზიცია ცნობილია. სადამკვირვებლო მისიამ გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეუთო მიესალმება გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. ეუთო მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და მხარდაჭრას უცხადებს ცესკოს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
