შალვა პაპუაშვილის განცხადება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ იმ ხუთ დეზინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელდება და ამის დასადასტურებლად, წინა წლების მონაცემების პრეზენტაციაც წარადგინა. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ საარჩევნო უბნების გადათვლის პროცესი გრძელდება. პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამართლიანი არჩევნების მიერ ხმების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგებსაც გამოეხმაურნენ. აღინიშნა, რომ მათ დათვლის პროცესში სავარაუდოდ ბათილი ბიულეტენებიც გაითვალისწინეს.
