ნინო ლომჯარიას შეფასება
განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი, რომელიც გიგი უგულავას მიერ იმედის ჟურნალისტის მიმართ გამოხატულ შეფასებებს ეხება. ნონი ლომჯარიას თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ხშირია, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც მისივე შეფასებით, ცდება პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის ფარგლებს. ამ კონკრეტულ ფაქტზე კი ლომჯარია იყენებს სიტყვას „თუმცა“ და ამბობს, რომ უგულავას მიმართვაც არაეთიკური იყო, თუმცა, კომენტარი გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს არ გაცდენია.
