აქციის მონაწილეები დააჯარიმეს
პროტესტი რეგულაციას და ჯარიმა კანონდამრღვევებს. რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები დააჯარიმეს. მომიტინგეები 22 საათიდან დილის 5-მდე დაწესებულ რეგულაციას არ დაემორჩილნენ. ჯარიმა იმ ადამიანებს გამოუწერეს, რომლებიც პარლამენტთან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დასრულებამდე დარჩენენ. მათ შორისაა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე. შეგახსნებთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეთა და ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი დილამდე დარჩა. შსს -ს ცნობით საპოლიციო უწყების წარმომადგენლები იმ პირთა იდენტიფიცირებას ახდენენ , რომლებიც რეგულაციებს არღვევენ.
