სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. კონფლიქტის ზონაში რუსეთს სამშვიდობო კონტიგენტი შეჰყავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნით, ტერიტორიაზე თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან. შეთანახმებას აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის პირველმა პირებმა მიაღწიეს. დოკუმენტის მიხედვით სომხეთი ვალდებულებას იღებს აზერბაიჯანს გარკვეული ტერიტორიები დაუბრუნოს. ბაქო ზეიმობს ერევანში კი საპროტესტო აქციები დაიწყო.
