აქცია ბათუმში
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმშიც. საკარანტინო რეჟიმს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილმაც. აქციის მონაწილეები გვიან ღამემდე მუსიკის ფონზე ცეკვავდნენ. მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ჯემალ ქიქავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, აქციაზე მყოფთა იდენტიფიცირების შემდეგ ეს ადამიანები დაჯარიმდებიან.
