ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადება
მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა ეუთომ. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები მიესალმებიან გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა წერენ, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს. ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს თავშეკავებისკენ და ამბობენ, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი. განცხადებაში ასევე წერია, რომ ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აქვე ვკითხულობთ, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
