ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კლერ ოლბლესის განცხადება
საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. ციტატა : „ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესებს. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში. ახლა დროა, რომ განსხვავებების მიუხედავად, საქართველო ერთიანი იყოს. გაერთიანებული სამეფო მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, - აღნიშნულია კლერ ოლბლესის განცხადებაში.
