სამართალდამცველებმა აქციაზე წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას მოჰყვა. ძალოვან უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს ძალისთვის არ გადაუჭარბებიათ და არც ცრემლსადენი გაზი გამოუყენებიათ. ცესკოსათან განვითარებული მოვლენებისას დაკავებულია 19 ადამიანი.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
