ეპიდვიტარება და რეგულაციების გამკაცრება
დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა ბალანსი დაცული უნდა იყოს. დღესვე სხდომის დასრულების შემდეგ, გადაადგილების შეზღუდვის შესახებაც ისაუბრეს და მოსახლეობას გამკაცრებული რეგულაციები შეახსენეს
