კალაძის განცხადება
კახა კალაძემ განმარტა, როგორ იმოქმედებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ოპოზიციის აქციაზე. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. 10 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, თქვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“, - აღნიშნა კალაძემ. დღეიდან საქართველოში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდება. ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.
