უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა
. „მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს- განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმაზე. რაც შეეხება ცესკოს შენობასთან გუშინ მომხდარ ფაქტს, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ისმოდა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.
