კორონავირუსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს დაუდასტურდა
ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანა. პატიმრები ერთ საკანში იყვნენ, მათთან ერთად კიდევ ერთი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს, თუმცა ამ შემთხვევაში პისიარ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. აღნიშნულ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახური ავრცელებს.
