დღეიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22ი საათიდან დილის ხუთ საათამდე იზღუდება ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია, ასევე მიტანის სერვისზე.
