შედგება თუ არა ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით
ის რომ დიპლომატებს ჰქონდათ სურვილი რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულიყო და მათ მოდერატორის როლი შეესრულებინათ გუშინ გაჟღერდა, თუმცა თავდაპირველად საპროტესტო აქციაზე ითქვა, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდიდან დაუკავშირდნენ და ამის შესახებ აცნობეს, მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და თქვა რომ ოცნებას თინა ბოკუჩავა თავად დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.