ქციის მსვლელობისას განცხადებები გაკეთდა ქართულ ოცნებაში
ირაკლი კობახიძემ მოვლენების პარალელურად განაცხადა, რომ „ცესკოზე შტურმის მოთავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“. მისივე განცხადების თანახმად, შტურმს უშუალოდ ნიკა მელია და ზონდერ ჯგუფები მეთაურობდნენ. ღამით მიმდინარე პროცესებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერიც. მამუკა მდინარაძემ ის განმარტა, თუ რატომ არ გააფრთხილეს პირველ ჯერზე აქციის მონაწილეები, რომ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს გამოიყენებდნენ.
