თავდასხმა "იმედის" ჟურნალისტებზე
გუშინდელი მოვლენების დროს განსაკუთრებულად რთული იყო მუშაობა მედიისთვის, სამწუხაროდ დაშავდნენ ჩვენი კოლეგები. იმ გარემოებების გარდა, რასაც ღამე თვალს ვადევნებდით მუშაობა გართულებული იყო იმედის კორესპონდენტებისთვის სხვა მიზეზების გამოც. ოპოზიციის ლიდერები იყვნენ აგრესიულები ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, მაგალითად გიგი უგულავას თავდასხმა გამოიწვია კითხვამ ცესკოს ეზოს ჯებირების გარღვევის თაობაზე. ამასთან იმედის ჟურნალისტს თავს დაესხა აქციის ერთ-ერთი მონაწილეც.
