გვიან ღამემდე დაძაბული იყო ვითარება ცესკოსთან
პოლიციის მიერ წყლის ჭავლის ორჯერ გამოყენების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა დაშლის გადაწყვეტილება და დღევანდელი აქციის დაანონსება გადაწყვიტეს. ვითარება ცესკოს შენობასთან გუშინ საღამოს დაიძაბა. მაშინ როცა რუსთაველზე საპროტესტო აქციამ დიღომში, საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა, საარჩევნო უწყებასთან პოლიცია გამოჩნდა სპეციალური აღჭურვილობით. ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით შენობის პიკეტირებას გეგმავდა. წყლის ჭავლის პირველი გაშვება, გაუფრთხილებლად, მანამ მოხდა, სანამ ცესკოსთან აქციის ძირითადი ნაწილი და ოპოზიციის ლიდერები მივიდოდნენ.
