საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 799 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 799 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს. ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.
