საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2754 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2754 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. გარდაიცვალა 441 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
