ტრამპი თუ ბაიდენი - ვინ გახდა ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, კვლავ უცნობია
საარჩევნო დღე შეერთებულ შტატებში საარჩევო კვირად იქცა. ტრამპი თუ ბაიდენი - ვინ გახდა ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, კვლავ უცნობია. ხმების დათვლა ამ წუთამდე მიმდინარეობს, რაც უპრეცედენტო რაოდენობის ამომრჩეველთა აქტივობამ და კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა. ჯო ბაიდენს გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის მხოლოდ 6 ხმა სჭირდება, რომელსაც ის, მაღალი ალბათობით, ნევადაში მიიღებს. ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება დონალდ ტრამპი. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები მოპარეს.

სიუჟეტის ავტორი: დემნა დევდარიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები