საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. მერსედეს ვერა მარტინმა და გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისაუბრეს. მხარეებმა კოვიდ 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ეფექტურად დაძლევისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყანასა და ზოგადად, რეგიონში დღეს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ასევე მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკის ეფექტური აღდგენა რეფორმების გაგრძელების გზით და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით მიიღწევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას.
