სუსში გამოკითხვები გრძელდება
შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. საქმეს 315-ე მუხლით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა უწყებას საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის წყაროც დაუსახელა და კონკრეტული პერსონებიც. გამოკითხვები გრძელდება. საუბარია ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე, რომლის პასუხად ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოში არეულობის შექმნის უფლება არავის მიეცემა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
