პარლამენტის ბოიკოტი საქართველოში დემოკრატიას ხელს არ შეუწყობს - პიტერ სტანოს განცხადება
პარლამენტის ბოიკოტი საქართველოში დემოკრატიას ხელს არ შეუწყობს. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა, პიტერ სტანომ „ქრონიკას“ განუცხადა. პიტერ სტანოს თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა ასევე დადასტურდა რიგი ხარვეზი. მისივე თქმით, ყველა შესაბამის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი დასაბუთებული პრეტენზიები და საჩივრები შეეტანა არსებული ინსტიტუციური და სამართლებრივი საშუალებებით.
