სამგორის მეექვსე საოლქო საარჩევნო კომისიამ მუშაობა დაასრულა
სამგორის მეექვსე საოლქო საარჩევნო კომისიამ მუშაობა დაასრულა. აქ სულ 71 საჩივარი იყო. მათგან ერთი სრულად დაკმაყოფილდა, ორი ნაწილობრივ. კომისიის ხელმძღვანელ პირებს დისციპლიმური სასჯელი დაეკისრათ. საჩივრების შეტანა 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი. 70-მდე საჩივარი განიხილა მთაწმინდის პირველმა საოლქო კომისიამ. გაიხსნა და ხელახლა გადაითვალა ერთი უბანი. როგორც გაირკვა, 15 საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შედგენილი.