ცვლილებებია სასტუმროში მოთავსებულთა და შინ მყოფთა მკურნალობის პროტოკოლში, ყველა მათგანს სამი სავალდებულო კვლევა ჩაუტარდება
2 775 ახალი შემთხვევა, 22 გარდაცვლილი. კოვიდ 19-ის მორიგი ანტირეკორდი. ბოლო 24 საათში ვირუსი 3560- მა პაციენტმა დაამარცხა. ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ დედაქალაქშია 1044. რაც შეეხება რეგიონებს: იმერეთმა 526 შემთხვევით აჭარას გადაუსწრო, ზღვისპირა რეგიონში- 503 ინფიცირებულია, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 117, გურიაში - 89, მცხეთა-მთიანეთში - 43, კახეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8. პანდემიის მართვაში სამედიცინო ფაკულტეტის გადამზადებული სტუდენტები უკვე ჩაერთნენ, ჯანდაცვის მინისტრი პენსიაზე გასულ მედიკოსებს დახმარებას სთხოვს. ეკატერინე ტიკარაძე სპეციალისტებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ცვლილებებია სასტუმროში მოთავსებულთა და შინ მყოფთა მკურნალობის პროტოკოლში, ყველა მათგანს სამი სავალდებულო კვლევა ჩაუტარდება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
