უკრაინაში საკვები პროდუქტებისა და სასმელების 3 დღიანი გამოფენა გაიმართა
23 ქვეყნის 250-ზე მეტი კომპანია - უკრაინაში საკვები პროდუქტებისა და სასმელების 3 დღიანი გამოფენა გაიმართა. „ვორლდ ფუდ უკრაინაზე“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების გვერდით, წარმოდგენილი საქართველოც იყო. ქართული ღვინო, რძის ნაწარმი, წვენები და საქართველოში დამზარებული ჯემები სტუმრებში დიდი ინტერესით სარგებლობდა. საკვები პროდუქტებისა და სასმელების გამოფენის მთავარი მიზანი სწორედ პროდუქციის პოპულარიზება და კომპანიებისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დახმარებაა.
