საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ლარის დევალვაცია აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას. ბიზნეს გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა - გართულებული ეპიდსიტუაცია და არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ბიზნეს ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დისკუსია გამართოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გამოხატოს თავისი პოზიცია პრობლემების აღმოსაფხვრელად.
