ეპიდვითარება ქვეყანაში
აქციები რომ დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს, ამაზე ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა, რომელმაც განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძე და მასთან ერთად, ქვეყნის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვის და პირბადის, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ტარებისკენ მოუწოდებენ. ნებისმიერი თავყრილობა, მიუხედავად მისი მიზნისა, უარყოფითად აისახება პანდემიის მიმდინარეობაზე. ქვეყნის მასშტაბით წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა, თქვეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოვიდ 19-ის მართვაში შესაძლოა სტომატოლოგები და ასევე პენსიონერი ექიმებიც ჩაერთონ. სპეციალიტებმა დღეს მოსახლეობასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ყველა პარტიას მოუწოდეს, არ შეუწყონ ხელი იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ამასთანავე, ბოროტად არ გამოიყენონ ექიმების გმირობა და კეთილგანწყობა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
