თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებული აჟიოტაჟი ოქმების გაყალბებასთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და ხმების თავიდან გადათვლის შედეგებზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებული აჟიოტაჟი ოქმების გაყალბებასთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა. მისი თქმით, ხმების გადათვლის შედეგად მმართველ პარტიას არჩევნებში მიღებული შედეგი, პირიქით გაუუმჯობესდა. ასევე, მისი თქმით, არჩევნების შედეგად უმალეს საბჭოში ორი პარტია, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა შედიან, თუმცა თუკი ოპოზიცია უარს იტყვის, მათთან მმართველი გუნდი, არანაირ კონსულტაციის გამართვას არ აპირებს. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას, რეგიონში დიდი ნდობა აქვს - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც კვირას, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა, მათ მხარდამჭერებს არსებული კოვიდ სტატისტიკა შეახსენა და რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.
