ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 46-ე პრეზიდენტის გამოსავლენად ხმების დათვლა გრძელდება
იმ შტატებში, რომელთაც ბრძოლის ველს უწოდებენ, კანდიდატებს შორის რბოლა კვლავ თანბარია. ამომრჩეველთა კოლეგიაში დაგროვილი ხმების რაოდენობით კი ბაიდენი ლიდერობს. დონალდ ტრამპი შედეგებს აპროტესტებს, საფოსტო წესით შესული ბიულეტენების დათვლის პროცესს თაღლითურს უწოდებს და სასამართლოში ჩივის. ქვეყნის მასშტაბით განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე მოქალაქეთა აქციები იმართება.
