ირაკლი კობახიძის თქმით, ის ვინც სამართალდამცველზე ხელს აღმართავს, შესაბამისად უნდა დაისაჯოს
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უარყოფს ფაქტს, რომ მან პოლიციელს დაარტყა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ამბობს, რომ თუ მან სამართალდამცველს ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მზადაა ამისთვის პასუხიც აგოს. მომხდარს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის ვინც სამართალდამცველზე ხელს აღმართავს, შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
