არჩევნების პირველი ტურის დასრულებას ულოცავს საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ატილა მესტერ-ჰაზის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი შეაფასა როგორც კონკურენტული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ძირითადი თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო, როგორც კამპანიის პერიოდში, ისე არჩევნების დღეს. „მე ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს დემოკრატიისადმი თავიანთი მგზნებარე ერთგულება“.-აცხადებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
