კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელს გია ბარამიძე, თუმცა "ნაციონალების" ლიდერი ფაქტს უარყოფს
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უარყოფს ფაქტს, რომ მან პოლიციელს დაარტყა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე ამბობს, რომ თუ მან სამართალდამცველს ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მზადაა ამისთვის პასუხიც აგოს. ცნობისთვის ის, ვინც კადრში ახლა ახალგაზრდა პოლიციელს ურტყამს, სწორედ გია ბარამიძეა.
