ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ დაიკავებს ოვალურ კაბინეტს თეთრ სახლში
ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ დაიკავებს ოვალურ კაბინეტს თეთრ სახლში! ხმებს შეერთებულ შტატებში ისევ ითვლიან - კვლავ უცნობია ვინ გაიმარჯვა ნევადაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და ალასკაში. ფოქს ნიუსის პროგნოზით ნევადაში ბაიდენი ლიდერობს. პანსილვანიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში კი ტრამპი. დამატებით 42 ათასი ხმის მოპოვებით რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატთან სხვაობა შეამცირა არიზონას შტატში. ჯორჯიაში კი პროცენტული მაჩენებელი ამ დროისთვს გათანაბრებულია. ხმების დათვლის პარალელურად გავრცელდა სატელევიზიო მიმართვები. დელავერში გამოსვლისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის და მისი რჩეული კაილა ჰარისი შედეგების კმაყოფილი არიან და მალე გამარჯვებასაც იზეიმებენ. უპრეცედენტო მასშტაბის გაყალბებაზე ისაუბრა თეთრ სახლში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის დავალებით, რესპუბლიკელ იურისტთა გუნდმა დაანონსებული მასშტაბური სასამართლო დავა უკვე წამოიწყო. სარჩელები შეიტანეს მიჩიგანში, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში, და ხმათა თადვლის პროცესზე რესპუბლიკელი დამკვირვებლებისთვის წვდომის უფლება მოითხოვეს. ცნობილია ისიც, რომ ჯერ კიდევ ფოსტის სისტემაშია 150 ათასზე მეტი ბიულეტინი. მათგან 120 ათასი ბიულეტინი იმ შტატებს ეკუთვნის, რომელთა შედეგი ჯერ ისევ უცნობია.
