ეკატერინე ტიკარაძე: არა აქვს მნიშვნელობა რამდენი საწოლი და სასუნთქი აპარატი გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენი ექიმი გვყავს დღეს და რამდენად შევძლებთ მათი რესურსის დაზოგვას
ექიმის დაინფიცირება არ ხდება მხოლოდ მის სამუშაო გარემოში. არ შეიძლება ექიმი გახდეს განკიცხვის საგანი, მაშინ როდესაც ის 24-საათიან მორიგეობას ასრულებს და ექიმების გადატვირთულობიდან გამომდინარე, გვაქვს შემთხვევები, როცა მათ უწევთ 2-3 მორიგეობის გადაბმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი არის ამ რეჟიმში, მისი დაინფიცირების ალბათობა იზრდება.
