ხმაური საოლქო კომისიებთან
უბნების ნაწილი გადათვლილია, საოლქო კომისიებს მუშაობა დღესაც ხმაურის და ზეწოლის ფონზე მოუწევთ. მუშაობას განაგრძობენ, სავარაუდოდ, მთელი საღამოს განმავლობაში. ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად თბილისის და რეგიონების საოლქო კომისიებთან შეიკრიბა, ისროლეს ბოთლები, კარტოფილები, ჩალეწეს მინები, დაპირისპირებას რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. ცესკო მომხდარს საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობად აფასებს და ისევ კანონს განმარტავს, თუმცა ოპოზიცია მაინც საოლქოებთან დგას.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
