გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს
ხელშეკრულება იმ ცხრა წარჩინებულ სტუდენტთან გაფორმდა, რომლებმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიები მოიპოვეს. ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნით, ფონდმა უკვე გამოყო სტიპენდიები სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის. ისინი გორის, თელავისა და სამცხე-ჯავახეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებენ.
