მაია ცქიტიშვილის განცხადება
ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის შემცირება. აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე, რათა შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში ან რომელიმე კონკრეტულ დღეს ტრანსპორტის შეჩერება ან სავაჭრო ცენტრების მუშაობის შეჩერება. ეს ღონისძიებები გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, როდესაც ეს აუცილებელი გახდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
