ვინ გახდება ამერიკის 46-ე პრეზიდენტი
ხმებს შტატებში ამ დრომდე ითვლიან. ფოქს ნიუსის ინფორმაციით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 214 წევრის ხმა აქვს, ხოლო ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატ ჯო ბაიდენს 264. ცნობისთვის ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538 წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით . არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სულ მცირე 270 ხმა სჭირდება
