სალომე სამადაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და გაღიზიანებული ტონით, მისივე კოვიდსტატუსი პოლიტიკას დაუკავშირა
სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და განმარტა, რომ საჯარო პოსტით საზოგადოებას იმიტომ მიმართა, რომ ეს მისმა კონტაქტებმა გაითვალისწინონ. მისივე თქმით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. სამადაშვილს კოვიდ 19 მას შემდეგ დაუდგინდა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში, გიორგი რურუასთან შესვლას აპირებდა და ტესტირება გაიარა. შეგახსენებთ, რომ სამადაშვილი აქციაზეც იმყოფებოდა, სადაც დისტანციის დაცვა ძალიან რთულია. სატელეფონო კომენტარიდან მალევე, სამადაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და გაღიზიანებული ტონით, მისივე კოვიდსტატუსი პოლიტიკას დაუკავშირა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
